დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის ასეულმა ტაქტიკური სწავლება ჩაატარა
დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის ასეულმა ტაქტიკური სწავლება ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულმა ტაქტიკური სწავლება ჩაატარა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ „ორფოლოში“ ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მათივე ინფორმაციით, ტაქტიკური წვრთნები თავდაცვის შემადგენელი კომპონენტის, გავლა-გატარების ოპერაციის ჩატარებას მოიცავდა. სწავლებაზე მიზიდული იყო მხარდამჭერი ელემენტები, როგორიცაა 120მმ-იანი ნაღმტყორცნი ქვედანაყოფი, საინჟინრო ქვედანაყოფები და ორი ერთეული „დელტას“ წარმოების ტექნიკა – „დიდგორი 1“ და „დიდგორი 2“.

წვრთნები სამი ეტაპისგან შედგებოდა და ის ქვედანაყოფის მომზადების, შეფასებისა და აღსრულების ფაზებს მოიცავდა. ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა მასზე დაკისრებულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა და შემფასებლების მიერ დადებითად შეფასდა.

დატოვე კომენტარი