დასავლეთ საქართველოში წვიმა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში თოვაა მოსალოდნელი
დასავლეთ საქართველოში წვიმა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში თოვაა მოსალოდნელი

დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში წვიმის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში თოვლის სახით.

როგორც საქართველოს პირველ არხს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, აღმოსავლეთის მიმართულებით დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში 20-25 მეტრი წამით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, გორი-სურამის მონაკვეთზე 17-22 მეტრი წამში.

ნალექიანი ამინდი საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.