დასავლეთ საქართველოში ხვალ ტემპერატურა 15-20 გრადუსამდე მოიმატებს
დასავლეთ საქართველოში ხვალ ტემპერატურა 15-20 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ხვალ, 4 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა 15-20 გრადუსამდე მოიმატებს, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

„ტემპერატურის დათბობას ველოდებოდით, რადგან ცივმა ჰაერის მასებმა უკვე დატოვეს საქართველო. ახლა კი შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან თბილი მასების ინტენსიური გადმოტანა, ძირითადად, დასავლეთ რაიონებში გავრცელდება“, – განუცხადა პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ბარში ხვალ 10-15 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

დღის ბოლოს ქვეყნის ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე ნალექი აღინიშნოს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში ტემპერატურა მცირედით დაიკლებს.

დატოვე კომენტარი