დასავლეთ საქართველოში ე.წ. მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის თანამედროვე ლაბორატორია მოეწყობა
დასავლეთ საქართველოში ე.წ. მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის თანამედროვე ლაბორატორია მოეწყობა

დასავლეთ საქართველოში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამეცნიერო ბაზაზე ე.წ მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორია მოეწყობა, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ „მოამბესთან“ საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ლაბორატორიაში მოხდება როგორც ბიოლოგიური, ისე სხვა პრეპარატების გამოცდა.

„დასავლეთ საქართველოში, სამეცნიერო-კვლევით ცენტრს გააჩნია სამეცნიერო ბაზა, ინფრასტრუქტურა, ახლად გარემონტებული შენობები, სადაც  უახლოეს მომავალში, ე.წ მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორიის მოწყობა იგეგმება. ლაბორატორიაში მოხდება როგორც ბიოლოგიური პრეპარატების, ისე სხვა პრეპარატების გამოცდა. ძირითადი მიმართულება მაინც იქნება ბიოლოგიური მტრების გამოვლენა, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ფაროსანა. ეს ის ზონა იქნება სადაც არ მოხდება ქიმიური დაცვის საშუალებების გამოყენება. აპარატურა უკვე მოძიებულია, მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები. გაზაფხულზე ლაბორატორია უკვე მზად იქნება“, – განუცხადა „მოამბეს“ პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

როგორც ლევან უჯმაჯურიძემ აღნიშნა, ქართველ მეცნიერთა ჯგუფი მიემგზავრება შვეიცარიაში, სოფლის მეურნეობისა და ბიომეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრში, სადაც გაივლიან როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მიმართულებებს პოტენციური ბიოლოგიური მტრების გამოვლენაზე. ასევე გაეცნობიან იქ არსებული ლაბორატორიების მუშაობის პრინციპებს. ვიზიტი 19-23 თებერვალს არის დაგეგმილი.