დასავლეთ საქართველოში დღეს ქარიანი ამინდი შენარჩუნდება, 14 იანვრიდან კი გამოიდარებს
დასავლეთ საქართველოში დღეს ქარიანი ამინდი შენარჩუნდება, 14 იანვრიდან კი გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 იანვრიდან საქართველოში გამოიდარებს.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარმა სინოპტიკოსმა, თამარ გულედანმა აღნიშნა, დასავლეთ საქართველოში ქარი ჩადგება, ხოლო აღმოსავლეთში შეწყდება თოვა.

„დასავლეთ საქართველოში დღეს უნალექო და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება. ქარი კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში ზოგან 20-25 მეტრსაც მიაღწევს წამში. ტემპერატურა 8-13 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, კახეთის რეგიონში კვლავ მცირე თოვლს ველოდებით. თოვლს ველოდებით თბილისშიც. დედაქალაქში ტემპერატურა 1 გრადუსი იქნება. ხვალიდან კი საქართველოში გამოიდარებს, ქარიც ჩადგება დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთში შეწყდება თოვა“, – განაცხადა თამარ გულედანმა.