დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ რამალას შესასვლელთან სროლისას ისრაელის ორი სამხედრო დაშავდა
დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ რამალას შესასვლელთან სროლისას ისრაელის ორი სამხედრო დაშავდა

ისრაელის ორი ჯარისკაცი დაშავდა დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ რამალას შესასვლელთან ისრაელის თავდაცვის ძალებსა და პალესტინელებს შორის მომხდარი შეტაკებებისას.

დაშავებულთაგან ერთს საშუალო, ხოლო მეორეს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

ჯარისკაცებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს.

პალესტინელებმა დღეს მასობრივი არეულობა მოაწყვეს რამალაში, ნაბლუსში, ჰებრონსა და სხვა ადგილებში, რასაც ისრაელის თავდაცვის ძალებთან არაერთი შეტაკება მოჰყვა.