დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებებს 11 პალესტინელი ემსხვერპლა
დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებებს 11 პალესტინელი ემსხვერპლა

დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებებს 11 პალესტინელი ემსხვერპლა.

შესაბამის ინფორმაციას პალესტინური მხარის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. უწყების ცნობით, დაშავებულია 250-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა.

ისრაელის პოლიცის განცხადებით, დასავლეთ სანაპიროზე „ძალადობრივი წინააღმდეგობის“ შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაშავდა მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ ძალადობის წაქეზებაში ბრალდებული პირების დასაკავებლად ოპერაცია ჩაატარა. ქალაქ კაფრ კანაში დაკავებულია „ისლამური მოძრაობის“ ლიდერის მოადგილე ქამალ ხათიბი.

პალესტინელების მკვლელობა დაგმო პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა, რომელმაც მომხდარს „სასტიკი დ ამართული მკვლელობები“ უწოდა, მან აშშ-სა და გაერო-ს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

შეახსენებთ, გუშინ რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერმა პალესტინელებს საპროტესტო გამოსვლებისკენ მოუწოდა.