დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში არეულობა გრძელდება
დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში არეულობა გრძელდება

დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში არეულობა გრძელდება.

ქუჩებში გამოსულმა ახალგაზრდებმა ისრაელის პოლიციასა და სამხედროებს ქვები ესროლეს. ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

არეულობის დროს აქციის ერთი მონაწილე იქნა დაკავებული, 10-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო. აშშ-ის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადება გააპროტესტეს პაკისტანში, ეგვიპტეში, თურქეთსა და ინდონეზიაში.

სადავო საკითხთან დაკავშირებით სხდომა გამართა არაბულმა ლიგამაც, რომლის წევრი ქვეყნები ტრამპს გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებენ.

ლიბანმა კი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს აშშ-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ევროკავშირი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.