დასავლეთ გერმანიის ვესტფალიის რეგიონში ათასობით ლიტრი რძე დაიღვარა
დასავლეთ გერმანიის ვესტფალიის რეგიონში ათასობით ლიტრი რძე დაიღვარა

დასავლეთ გერმანიის ვესტფალიის რეგიონში ათასობით ლიტრი რძე დაიღვარა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო DPA ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, დაუდგენელმა პირებმა ქალაქ რუტენში ავტოსადგომზე მდგარი რძის გადასაზიდი ავზის ონკანები მოუშვეს, რის შედეგადაც ავზიდან 15 ათასი ლიტრი რძე დაიღვარა და გაიყინა.

ინციდენტის დროს სატვირთო მანქანის მძღოლი ადგილობრივ ფერმერებთან იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს, რომლებმაც გზა ცხელი წყლისა და მარილის საშუალებით გაწმინდეს. პოლიციამ ზარალი 10 ათას ევროდ შეაფასა და გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დასავლეთ გერმანიაში, საკონდიტრო ქარხანაში ტექნიკური გაუმართაობის გამო რეზერვუარიდან ერთი ტონა შოკოლადი დაიღვარა.