დასავლეთ ბალკანეთის ევროინტეგრაციის საკითხის განსახილველად ოლაფ შოლცი კოსოვოში ჩავიდა

14:41, 10.06.2022

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კოსოვოში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, მისი ვიზიტი დასავლეთ ბალკანეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ხორციელდება, რა დროსაც ის რეგიონის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს განიხილავს.

პრიშტინაში შოლცი კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის შეხვდა. დღეს, მოგვიანებით, ოლაფ შოლცი სერბეთში გაემგზავრება.

მსგავსი