დასავლეთ ავსტრალიის შტატში კორონავირუსის გამო ყველა გადასახადი გაყინეს
დასავლეთ ავსტრალიის შტატში კორონავირუსის გამო ყველა გადასახადი გაყინეს

დასავლეთ ავსტრალიის შტატში, კორონავირუსის გამო ყველა გადასახადი გაყინეს.

მათ შორის საუბარია ელექტროენერგიის, წყლის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, საგანგებო სიტუაციების მომსახურების გადასახადზე, რომლებიც 2021 წლის ივლისამდე აღარ გაიზრდება.

ამავე დროს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახების ნაწილი 2020 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ელექტროენერგიის გადასახადს არ გადაიხდის.

მანამდე დასავლეთ ავსტრალიის შტატში ვირუსის გავრცლების გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს.

დასავლეთ ავსტრალიის შტატში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 28 შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულია ერთი ადამიანი.