დასავლეთ ავსტრალიის შტატის დედაქალაქში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევის გამო, ხუთდღიანი მკაცრი კარანტინი გამოცხადდა
დასავლეთ ავსტრალიის შტატის დედაქალაქში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევის გამო, ხუთდღიანი მკაცრი კარანტინი გამოცხადდა

დასავლეთ ავსტრალიის შტატის დედაქალაქში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევის გამო, ხუთდღიანი მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

კარანტინი ქალაქ პერთში დაახლოებით ორ მილიონ ადამიანს შეეხება. კორონავირუსი იმ სასტუმროს დაცვის თანამშრომელს გამოუვლინდა, სადაც საზღვარგარეთიდან ქვეყანაში დაბრუნებული ადამიანები კარანტინს გადიან.

შტატის ხელისუფლების განცხადებით, ამ ეტაპზე კორონავირუსზე ინფიცირებულის ახლო კონტაქტების ტესტირება მიმდინარეობს. ვირუსის გამოსავლენად, ტესტი 66 ადამიანს უკვე ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი არც ერთს არ დადასტურებია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ავსტრალიაში კორონავირუსის 28 818 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, პანდემიამ 909 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.