დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოსგან კომპენსაცია უკვე 347 276-მა ადამიანმა მიიღო
დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოსგან კომპენსაცია უკვე 347 276-მა ადამიანმა მიიღო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 218 791 თვითდასაქმებული. მათგან 300 ლარიანი კომპენსაცია121 520-მა  მიიღო. სულ გადაირიცხა 36 456 000 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 225 756 პირს. გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 45 151 200 ლარს, აქედან მაისის კომპენსაცია – 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის  კომპენსაცია – 30 725 000 ლარი 153 629 პირზე. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.

სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ  აგვისტომდე გახანგრძლივდა. სააგენტოს ინფორმაციით, უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა, არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია განაახლონ 2020 წლის პირველ აგვისტომდე.

ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ  თვითდასაქმებულთა წრე გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.

დატოვე კომენტარი