დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ცნობით, 300-ლარიანი კომპენსაცია 104 547-მა, 200-ლარიანი კი 125 165-მა პირმა მიიიღო
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ცნობით, 300-ლარიანი კომპენსაცია 104 547-მა, 200-ლარიანი კი 125 165-მა პირმა მიიიღო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 165 626 პირი. მათგან 104 547 პირმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. გადაირიცხა სულ 31 364 100 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, სააგენტოს ცნობით, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 125 165 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 25 033 000 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.