დასახელდა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოს, „ოქროს ბიჭუნას“ მოგების 25 ნომინანტი #1TVSPORT
იტალიურმა გამოცემამ, Tuttosport-მა 2025 წლის „ოქროს ბიჭუნას“ 25 ფინალისტი დაასახელა. გამოცემა ყოველწლიურად ავლენს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს, რომელიც ტოპ ლიგაში თამაშობს და ასაკი არ აღემატება 21 წელს.
პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 2003 წლიდან გაიცემა. მისი პირველი მფლობელი ნიდერლანდელი რაფაელ ვან დერ ვაარტია, ხოლო 2024 წელს „ოქროს ბიჭუნა“ „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ვასრკვლავი ლამინ იამალი გახდა. ეს უკანასკნელი ასაკობრივ კრიტერიუმს წელსაც აკმაყოფილებს, თუმცა ფინალისტებს შორის მოქმედი გამარჯვებულის სტატუსის გამო ვერ მოხვდა.
„ოქროს ბიჭუნას“ 25 ფინალისტი:
დეზირე დუე – პსჟ (საფრანგეთი)
ლენი იორო – „მანჩესტერ იუნაიტედი“ (საფრანგეთი)
სენი მაიულუ – პსჟ (საფრანგეთი)
უორენ ზაირ-ემერი – პსჟ (საფრანგეთი)
ელიეს ბენ სეგირი – „მონაკო“ (საფრანგეთი)
მამადუ სარი – „ლიონი“ (საფრანგეთი)
ითან ნვანერი – „არსენალი“ (ინგლისი)
ნიკო ო’რაილი – „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)
არჩი გრეი – „ტოტენჰემი“ (ინგლისი)
ჯოუბ ბელინგემი – „დორტმუნდი“ (ინგლისი)
პაუ კუბარსი – „ბარსელონა“ (ესპანეთი)
დინ ჰუისენი – „რეალ მადრიდი“ (ესპანეთი)
ქენან ილდიზი – „იუვენტუსი“ (თურქეთი)
არდა გიულერი – „რეალ მადრიდი“ (თურქეთი)
ჟეოვანი კვენდა – „ბენფიკა“ (პორტუგალია)
როდრიგო მორა – „პორტუ“ (პორტუგალია)
პიო ესპოზიტო – „ინტერი“ (იტალია)
ჯოვანი ლეონი – „ლივერპული“ (იტალია)
ფრანკო მასტანტუონო – „რეალ მადრიდი“ (არგენტინა)
იორელ ჰატო – „ჩელსი“ (ნიდერლანდები)
ესტევაო – „ჩელსი“ (ბრაზილია)
ვიქტორ ფროჰოლტი – „პორტუ“ (დანია)
ალექსანდარ სტანკოვიჩი – „ბრიუგე“ (სერბეთი)
ლუკას ბერგვალი – „ტოტენჰემი“ (შვედეთი)