დასახელდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის შვიდი კანდიდატი #1TVSPORT
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ შვიდი კანდიდატია წარდგენილი ორგანიზაციის პრეზიდენტის პოსტზე.
სიაში შედიან: მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი სებასტიან კოე, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მორინარი ვატანაბე, ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი დავიდ ლაპარტიანი, სათხილამურო სპორტისა და სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იოჰან ელიაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ხუან ანტონიო სამარანჩი-უმცროსი, აგრეთვე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები – ფეისალ ალ-ჰუსეინი და კირსტი ქოვენთრი.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოქმედმა პრეზიდენტმა, თომას ბახმა, რომელიც ორგანიზაციას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ აღარ აპირებს არჩევნებში ახალი ვადით მონაწილეობას.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები 2025 წლის მარტში გაიმართება.