ბრაზილიის ნაკრების ექიმმა, როდრიგო ლასმარმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ ფორვარდი ნეიმარი მინდორზე დაბრუნებას ზაფხულის ბოლოს შეძლებს.
„ჯერ მისი რეაბილიტაციის ნახევარი გზაც არ გვაქვს გავლილი. მხოლოდ მაშინ, როცა ფიზიოთერაპიის პროცედურების ცხრა ან 10 თვეს გავივლით, შეიძლება საბოლოოდ დავადასტუროთ მისი მინდორზე დაბრუნება“, – მოჰყავს ლასმარის სიტყვები გამოცემა Mundo Deportivo-ს.
32 წლის ნეიმარმა გასული წლის ოქტომბერში, ბრაზილიის ნაკრებში თამაშისას გაიწყვიტა მუხლის ჯვარედინი მყესები და მენისკი.
მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა „ალ-ჰილალში“ ხუთი მატჩის ჩატარება მოასწრო, ერთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.