დასახელდა ინგლისის ეროვნული გუნდის შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის #1TVSPORT
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ოქტომბრის მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით ინგლისი ლატვიას შეხვდება, გუნდი ასევე ითამაშებს ამხანაგურ მატჩს უელსის წინააღმდეგ. ტუხელმა ნაკრებში არ უხმო ჯუდ ბელინგემს და ფილ ფოდენს. პირველი მათგანის განაცხადს მიღმა დარჩენა მცირე ტრავმით აიხსნება, ხოლო ფოდენის გამოუძახებლობა მოულოდნელი აღმოჩნდა გულშემატკივრებისთვის.
ინგლისის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: დინ ჰენდერსონი (კრისტალ პალასი), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), ჯეიმს ტრაფორდი (მანჩესტერ სიტი).
მცველები: დენ ბერნი (ნიუკასლი), მარკ გეჰი (კრისტალ პალასი), რის ჯეიმსი (ჩელსი), ეზრი კონსა (ასტონ ვილა), მაილს ლუის-სკელი (არსენალი), ჯარელ ქუანსა (ლევერკუზენი), ჯედ სპენსი (ტოტენჰემი), ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი).
ნახევარმცველები: ელიოტ ანდერსონი (ნოტინგემ ფორესტი), მორგაბ გიბს-უაითი (ნოტინგემ ფორესტი), ჯორდან ჰენდერსონი (ბრენტფორდი), რუბენ ლოფტუს-ჩიკი (მილანი), დეკლან რაისი (არსენალი), მორგან როჯერსი (ასტონ ვილა).
თავდამსხმელები: ჯარედ ბოუენი (ვესტ ჰემი), ებერეჩი ეზე (არსენალი), ენტონი გორდონი (ნიუკასლი), ჰარი კეინი (ბაიერნი), მარკუს რაშფორდი (ბარსელონა), ბუკაიო საკა (არსენალი), ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა).