დასახელდა Golden Boy-ის პრემიის 25 ნომინანტი #1TVSPORT
დასახელდა Golden Boy-ის პრემიის 25 ნომინანტი #1TVSPORT

იტალიურმა გაზეთმა, Tuttosport-მა გამოაქვეყნა 25 პრეტენდენტის სია Golden Boy-ის ყოველწლიურ პრემიაზე, რომელიც გადაეცემა ევროპის საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელს,

პრიზის მოპოვებაზე ფავორიტად მიიჩნევა „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების გარემარბი ლამინ იამალი. ბუკმეიკერების აზრით, მას კონკურენციას გაუწევენ პსჟ-ის ნახევარმცველი ჟოაო ნევეში და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ალეხანდრო გარნაჩო.

პრეტენდენტთა სრული სია ასე გამოიყურება:

  1. ლამინ იამალი (ბარსელონა)
  2. ჟოაო ნევეში (პსჟ)
  3. უორენ ზაირ-ემერი (პსჟ)
  4. ალეხანდრო გარნაჩო (მანჩესტერ იუნ)
  5. პაუ კუბარსი (ბარსელონა)
  6. სავიო მორეირა (მანჩესტერ სიტი)
  7. რიკო ლუისი (მანჩესტერ სიტი)
  8. ალექსანდარ პავლოვიჩი (ბაიერნი)
  9. კობი მაინუ (მანჩესტერ იუნ)
  10. იორელ ჰატო (აიაქსი)
  11. ჯეიმი გიტენსი (დორტმუნდი)
  12. ლენი იორო (მანჩესტერ იუნ)
  13. ქენან ილდიზი (იუვენტუსი)
  14. კრისტიან მოსკერა (ვალენსია)
  15. ადამ უორტონი (კრ. პალასი)
  16. არდა გიულერი (რეალი)
  17. მატის ტელი (ბაიერნი)
  18. დეზირე დუე (პსჟ)
  19. ოსკარ გლუხი (ზალცბურგი)
  20. სამუელ ომოროდიონი (პორტუ)
  21. ვილზონ ოდობერი (ტოტენჰემი)
  22. ანდრეას სკიელერუპი (ბენფიკა)
  23. ენდრიკი (რეალი)
  24. ელის ბენ-სეგირი (მონაკო)
  25. სამუელ მბანგულა (იუვენტუსი)

გამარჯვებული გამოცხადდება დეკემბერში. 2023 წელს Golden Boy-ის პრემიის მფლობელი გახდა „რეალის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი.