დარვინ ნუნიესი კარიერას თურქულ „ტრაბზონსპორში“ გააგრძელებს #1TVSPORT

16:30, 10.08.2026

მოჰამედ სალაჰის ტრანსფერის შემდეგ თურქულ „ტრაბზონსპორში“ ურუგვაელი თავდამსხმელი დარვინ ნუნიესიც ითამაშებს.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები უკვე წარმატებით დასრულდა. ურუგვაელი ახალ გუნდში არაბული „ალ-ჰილალიდან“ საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე გადავა, რის შესახებაც ოფიციალური განცხადება უახლოეს მომავალში გავრცელდება.

ნუნიესმა გასულ სეზონში „ალ-ჰილალის“ მაისურით 24 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო.

მოჰამედ სალაჰი და დარვინ ნუნიესი „ლივერპულში“ ერთად თამაშობდნენ და 2025 წელს პრემიერლიგის გამარჯვებულებიც გახდნენ.

მსგავსი