„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი მატეო დარმიანი იტალიაში დაბრუნდა.
29 წლის ფეხბურთელმა „პარმასთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, იტყობინება იტალიური კლუბის ოფიციალური გვერდი. შეთანხმების საფასური 1.5 მილიონი ევროა. დარმიანი ინგლისურ კლუბში ოთხი წელი ასპარეზობდა. მან 2018/2019 წლების სეზონში ინგლისის ჩემპიონატში ექვსი მატჩი ჩაატარა.