დასრულდა 15 კილომეტრზე თავისუფალი სტილით თხილამურებით რბენა მამაკაცებს შორის, რომლის გამარჯვებული შვეიცარიელი სპორტსმენი დარიო კოლონია გახდა. კოლონიასთვის ეს პირველი ოქროს მედალია მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, საერთო ჩათვლაში კი მას ოთხი ოლიმპიური ოქრო აქვს. რაც შეეხება ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს, ისინი შესაბამისად ნორვეგიელ სიმენ ჰეგსტად კრუგერსა და რუს დენის სპიცოვს ხვდათ წილად.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე