დარიალის საეკლესიო კომპლექსთან, მდინარე თერგზე საფეხმავლო ხიდი აშენდება
დარიალის საეკლესიო კომპლექსთან, მდინარე თერგზე საფეხმავლო ხიდი აშენდება

დარიალის საეკლესიო კომპლექსთან, მდინარე თერგზე საფეხმავლო კიდული ხიდი აშენდება.

პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს, ტენდერი კი, მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.

ხიდის სიგრძე 118 მეტრი, სიგანე კი, 130 სანტიმეტრი იქნება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 120 ათასი ლარია. ტენდერში განაცხადების მიღება 9-13 თებერვალს იწარმოებს.

ხიდის მშენებლობა სამუშაოს დაწყებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს.