დარეჯან ცხვიტარია - დღეს ვერ შევძელით ვერც ერთ შენობაზე ბოქლომის დადება, მაგრამ არ გავჩერდებით
დარეჯან ცხვიტარია - დღეს ვერ შევძელით ვერც ერთ შენობაზე ბოქლომის დადება, მაგრამ არ გავჩერდებით

ფოთის მერიის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობისა” და ,,ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა ქალაქის რაიონულ პროკურატურასთან გადაინაცვლეს.

მათ შენობისთვის ბოქლომის დადება სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის” საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიამ ბოქლომი პროკურატურის ეზოში შეაგდო.

„დღეს ვერ შევძელით ვერც ერთი შენობის დაბოქლომება, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით. ეს პროცესი გაგრძელდება, აქციებს არ შევწყვეტთ და საწადელ მიზანს მაინც მივაღწევთ”, – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.