დარეჯან ცხვიტარია - დაუფიქრებლად შემიძლია, მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლე გავიღო
დარეჯან ცხვიტარია - დაუფიქრებლად შემიძლია, მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლე გავიღო

ახლაც დაუფიქრებლად შემიძლია, სააკაშვილისთვის სიცოცხლე გავიღო, ამ ქვეყანას ის უფრო სჭირდება და ამიტომ შემიძლია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადა.

დარეჯან ცხვიტარიამ  ჟურნალსტებთან განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც მიხეილ სააკაშვილის საქმის ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებული ზურაბ და შალვა წოწორიების პროცესი მიმდინარეობდა.

როგორც ცხვტარიამ აღნიშნა, ყველა გმირია, ვინც მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლას ხელი შეუწყო.

„ჩემს ოჯახთან ნამდვილად ჰქონდა შალა წოწორიას მჭიდრო ურთიერთობა, ჩემი შვილის მეგობარია. დარწმუნებული ვარ, მას რაღაც კომუნიკაცია რომ ჰქონოდა პრეზიდენტთან, მე მეტყოდა, რადგან მან იცის ჩემი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ. მე ახლაც დაუფიქრებლად შემიძლია, მისთვის სიცოცხლე გავიღო, ამ ქვეყანას ის უფრო სჭირდება და ამიტომ. მან მაგალითი უჩვენა ხალხს და ამ მთავრობასაც, ისე შემოვიდა ქვეყანაში უმტკივნეულოდ, ოთხი დღე იარა, საქართველოს ყველა კუთხე მოინახულა და ვერაფერი უქნეს. სახელმწიფო რომ თავიდან ბოლომდე ჩამოშლილია, ახლა თავიანთი საქმის გაპრავება უნდათ და ვიღაცებს ხელს ადებენ? მერე რა, რომ დავუშვათ შემოიყვანა მე არ ვიცი შემოიყვანა თუ არა, მე არ ვიცი, რა კომუნიკაცია ჰქონდა, ჩემთვის არაფერი არ უთქვამს შაკას. ნამდვილად გმირები არიან ის ადამიანები, ვინც ხელი შეუწყო მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში ჩამოსვლას“, – განაცხადა ცხვიტარია.