დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის - თბილისის მერიის ინიციატივით ციფრულ სივრცეში მუსიკალური ციკლი იწყება
დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის - თბილისის მერიის ინიციატივით ციფრულ სივრცეში მუსიკალური ციკლი იწყება

ციფრულ სივრცეში მუსიკალური ციკლი იწყება. ამის შესახებ „ფესიბუქის“ საკუთარ გვერდზე თბილისის მერი კახა კალაძე წერს.

კახა კალაძის ინფორმაციით, დღეიდან, 22:00 საათზე, თბილისის მერის და თბილისის მერიის „ფეისბუქ“ გვერდებზე მუსიკოსები და მომღერლები შეასრულებენ საკუთარ კომპოზიციებს და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

„დღეიდან, 22:00 საათზე, თბილისის მერის და თბილისის მერიის ფეისბუქ გვერდებზე ყველასთვის საყვარელი მუსიკოსები და მომღერლები შეიკრიბებიან. დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის! – ამ მოწოდებით ციფრულ სივრცეში კიდევ ერთი მუსიკალური ციკლი იწყება.

დარჩით სახლში პოზიტიური განწყობით და გაატარეთ დრო საყვარელ მომღერლებთან ერთად! სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებს თუ მომღერლებს, შეუერთდებიან მთხრობელები, რომლებიც გვიამბობენ საინტერესო ამბებს ჩვენს დედაქალაქზე.

#უსმინეთბილისს იქ სადაც ხარ – სახლში, სხვადასხვა რეგიონში თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ!
თბილისური ჰანგებით, ჩვენ თქვენთან მოვალთ“, – წერს კახა კალაძე „ფეისბუქგვერდზე“.