დაპირისპირება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში [ფოტო-ვიდეო]

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრი ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა, ცესკო საოლქოს ოქმებს აჯამებდა თუ საუბნოსი. მისი თქმით, ეს იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ საოლქოს მონაცემების შეჯამება დღეს არ შეიძლება, რადგანაც მათი გასაჩივრების ვადა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ხათუნა გოგორიშვილს რამდენჯერმე მიმართა, რათა საჩივრებთან დაკავშირებით ესაუბრა. საბოლოოდ კი, მან ხათუნა გოგორიშვილის სხდომიდან გაძევების საკითხიც დააყენა.