დანიის უსაფრთხოების სამსახურმა შვიდი ადამიანი დააკავა, რომელთაც ტერაქტის მომზადებაში ედებათ ბრალი

20:43, 11.02.2021

დანიის უსაფრთხოების სამსახურმა შვიდი ადამიანი დააკავა, მათ ტერაქტის მომზადებაში ედებათ ბრალი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილების დაკავების სპეცოპერაცია 6-8 თებერვალს ჩატარდა. დაკავებულების ერთ-ერთი მოკავშირე გერმანიის სპეცსამსახურებმა დააკავეს.

დაკავებულების ეროვნება და ვინაობა ჯერ უცნობია.

მსგავსი