დანიის ტრანსპორტის მინისტრი - მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი აცრილია, შეგვიძლია, პირბადეებს დავემშვიდობოთ
დანიის ტრანსპორტის მინისტრი - მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი აცრილია, შეგვიძლია, პირბადეებს დავემშვიდობოთ

დანიაში მოსახლეობის 60 პროცენტს ორივე დოზით აცრის შემდეგ, ბოლო შეზღუდვაც მოიხსნა და ამიერიდან მოსახლეობას საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი შეეძლება ნიღბის გარეშე მგზავრობა.

„ჩვენ ახლა ისეთი ვითარება გვაქვს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილია და ცხოვრების ნორმალურ რიტმს ვუბრუნდებით. შეგვიძლია, დავემშვიდობოთ ნიღბებს ავტობუსებში, მატარებლებსა და მეტროში“, – განაცხადა ტრანსპორტის მინისტრმა, ბენი ენგელბრეხტმა.

დანიაში მოსახლეობის 60 პროცენტი სრულადაა ვაქცინირებული. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით 2 555 ადამიანია დაღუპული.

დატოვე კომენტარი