დანიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინელი სამხედროების გასაწვრთნელად სამხედრო ინსტრუქტორებს გაერთიანებულ სამეფოში გაგზავნიან
დანიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინელი სამხედროების გასაწვრთნელად სამხედრო ინსტრუქტორებს გაერთიანებულ სამეფოში გაგზავნიან

დანია უკრაინელი სამხედროების გასაწვრთნელად სამხედრო ინსტრუქტორებს გაერთიანებულ სამეფოში გაგზავნის. როგორც დანიის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ასევე მზად არიან, უკრაინელებს დანიის ტერიტორიაზეც ასწავლონ.

„დანია 130 დანიელი სამხედროთი მხარს დაუჭერს ბრიტანეთის მიერ საწვრთნელ პროექტს და ამავდროულად, შესთავაზებს უკრაინელი სამხედროების დანიაში გაწვრთნასაც“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ხვალ, კოპენჰაგენში უკრაინის ხანგრძლივად მხარდაჭერის საკითხზე, შეხვედრას გამართავენ სამი ქვეყნის, ბრიტანეთის, დანიისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრები, რომლებიც წვრთნების, ტერიტორიების განაღმვისა და შეიარაღების თაობაზე იმსჯელებენ.