დანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის სამხედრო ობიექტებთან ამოუცნობი დრონები კვლავ გამოჩნდნენ
დანიაში სამხედრო ობიექტებთან ამოუცნობი დრონები კვლავ გამოჩნდნენ. დანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ინციდენტი 26 სექტემებერს მოხდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, უპილოტო საფრენი აპარატები რამდენიმე სამხედრო ობიექტის სიახლოვეს შენიშნეს, თუმცა ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობამ არ გაასაჯაროვა, კონკრეტულად სად და რამდენიმე დრონი დააფიქსირეს.
ცნობილია, რომ ამ ინციდენტზე საპასუხოდ დანიის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ქვედანაყოფი იყო მობილიზებული, თუმცა სამხედროები არ აკონკრეტებენ, რა იგულისხმება „ინციდენტზე რეაგირებაში“.
დანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ცნობას, რომ ერთ-ერთი ობიექტი, რომლის საიხლოევსაც ამოუცნობი დრონები გამოჩნდნენ, კარუპის სამხედრო ავიაბაზა იყო, რომელიც დანიის სამეფოს სამხედრო ძალების მთავარი ბაზაა.
მედიის ცნობით, დრონები ბაზის თავზე და მის სიახლოვესაც დაფრინავდნენ.
ცენტრალური და დასავლეთ იუტლანდიის პოლიციის ცნობით, ამ რაიონში დაფიქსირდა ერთი ან ორი უპილოტო საფრენი აპარატი. ამის გამო სამოქალაქო ავიაციისთვის საჰაერო სივრცე დროებით დაკეტილი იყო.
ცნობისთვის, კარუპის ავიაბაზაზე 3500 თანამშრომელი მუშაობს. ბაზაზე დისლოცირებულია სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სამხედრო ძალები. ამ სამხედრო ობიექტზე განთავსებულია დანიის შეიარაღებულ ძალების კუთვნილი ყველა ვერტმფრენი. ამ ბაზიდან ხორციელდება საჰაერო სივრცის კონტროლი.