დანიის თავდაცვის მინისტრი – რუსეთის გადაიარაღება უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო და შესაძლოა, სამიდან ხუთ წელიწადში ნატო-ს ქვეყანას დაესხას თავს

18:01, 09.02.2024
FILE PHOTO-Denmark's acting Minister of Defense Troels Lund Poulsen speaks with the media after the launch of the Ukraine Fund at Marienborg in Lyngby, Denmark March 15, 2023.  Emil Nicolai Helms/Ritzau Scanpix/via REUTERS

FILE PHOTO-Denmark's acting Minister of Defense Troels Lund Poulsen speaks with the media after the launch of the Ukraine Fund at Marienborg in Lyngby, Denmark March 15, 2023. Emil Nicolai Helms/Ritzau Scanpix/via REUTERS

რუსეთის გადაიარაღება უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო და შესაძლოა, სამიდან ხუთ წელიწადში თავს დაესხას ნატო-ს ქვეყანას, – ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა.

პოულსენმა აღნიშნა, რომ დანიის წინააღმდეგ პირდაპირი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ალიანსი, შესაძლოა, ჰიბრიდული თავდასხმების წინაშე აღმოჩნდეს წევრი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობების დროს.

„რუსეთის შესაძლებლობები სამხედრო ტექნიკის წარმოებაში საოცრად გაიზარდა. არ არის გამორიცხული, რომ სამიდან ხუთ წელიწადში რუსეთმა გამოსცადოს მე-5 მუხლი და ნატო-ს სოლიდარობა. ეს არ იყო ნატო-ს შეფასება 2023 წელს. ეს არის ახალი ცოდნა, რომელიც ახლა გამოდის წინა პლანზე. რუსეთს პოტენციურად აქვს ამის სურვილი. ახლა მათ ასევე შეუძლიათ, ჰქონდეთ სამხედრო შესაძლებლობები იმაზე ადრე, ვიდრე ველოდით. არსებობს გულწრფელი შეშფოთების მიზეზი“, – განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა.

მსგავსი