დანიის სამხედრო დაზვერვის ანგარიში - გეოპოლიტიკური კონფლიქტების ზრდის ფონზე ქვეყანა უფრო მეტ გარე საფრთხეს აწყდება, დანიისთვის საფრთხეს რუსეთი და ჩინეთი წარმოადგენენ
დანიის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანა გეოპოლიტიკური კონფლიქტების ზრდის ფონზე უფრო მეტ გარე საფრთხეს აწყდება, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში.
ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი და ჩინეთი დანიისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
„მსოფლიოს დიდი ძალები სულ უფრო მეტად აყენებენ წინ საკუთარ ინტერესებს და იყენებენ ძალას თავიანთი მიზნების მისაღწევად“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ განსაკუთრებით ახდენს გავლენას დანიის უსაფრთხოებაზე.
„რუსეთის მხრიდან ნატო-სთვის სამხედრო საფრთხე გაიზრდება, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს დანიაზე რეგულარული სამხედრო თავდასხმის საშიშროება“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „გაურკვევლობა წარმოიშვა შეერთებული შტატების, როგორც ევროპული უსაფრთხოების გარანტის, როლთან დაკავშირებით, რაც გაზრდის რუსეთის მზადყოფნას, გააძლიეროს ჰიბრიდული თავდასხმები ნატო-ს წინააღმდეგ“.