დანიის სამეფო საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რეფორმებში დახმარებას პირდება
დანიის სამეფო საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რეფორმებში დახმარებას პირდება

დანიის სამეფო მზად არის, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაგეგმილი რეფორმებისა და კონკრეტული პროგრამების ფარგლებში დახმარება აღმოუჩინოს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მოხალისეთა სისტემა, ალტერნატიული არასამხედრო სამსახური, კრიზისების მართვა და უწყებათაშორისი კოორდინაცია – ეს იყო მთავარი თემები, რომლის შესახებაც საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და დანიის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე განიხილეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა დანიის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია დაგეგმილი პროექტების შესახებ.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული კრიზისების მართვის ინიციატივის ფარგლებში, დანიის სამეფო მზად არის დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს კრიზისების მართვისა და საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებაში.