დანიის საგარეო უწყება - რუსეთმა პატივი უნდა სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
დანიის საგარეო უწყება - რუსეთმა პატივი უნდა სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერში“ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

„დანია მწუხარებას გამოთქვამს, რომ რუსეთს საქართველოში შეჭრიდან 10 წლის შემდეგაც არ გააჩნია პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.  რუსეთმა პატივი უნდა სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და საშუალება მისცეს საერთაშორისო მისიებს, იმუშაონ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, – აღნიშნავს დანიის საგარეო უწყება.