დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - სასწრაფოდ არის საჭირო საერთაშორისო მოქმედება, რათა შეჩერდეს საქართველოში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობა
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - სასწრაფოდ არის საჭირო საერთაშორისო მოქმედება, რათა შეჩერდეს საქართველოში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობა

სასწრაფოდ არის საჭირო საერთაშორისო მოქმედება, რათა შეჩერდეს საქართველოში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობა, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც ლარს ლოკე რასმუსენი წერს, დაუსჯელობა უნდა დასრულდეს.

„უნდა დასრულდეს დაუსჯელობა და ორგანიზატორებმა პასუხი აგონ. დანია პარტნიორებთან ერთად მუშაობს კონკრეტულ ზომებზე“, – წერს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.