დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაძლიერება ნატო-ს პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაძლიერება ნატო-ს პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაძლიერება ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომლებიც არიან: საქართველო, მოლდოვა, ასევე შვედეთი, ფინეთი, ბალკანეთის ქვეყნები, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდიმ ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, იცხოვროს მშვიდად საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ის, რასაც ახლა ევროპაში ვხედავთ, არის უსაფრთხოების სიტუაციის ფუნდამენტური ცვლილება არაპროვოცირებული, საშინელი თავდასხმით, რომელსაც რუსეთი ახორციელებს უკრაინაზე 24 თებერვლიდან. 24 თებერვლამდე იყო სხვა ევროპა, საკმაოდ ცუდი და ბევრი გამოწვევით, თუმცა ახლა არის სხვა ევროპა. ჩვენ პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან გვჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა მდგრადობის გასაძლიერებლად, რადგან ევროპაში ყველა ქვეყანას აქვს უფლება, იცხოვროს მშვიდად საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით“, – განაცხადა იეპე კოფოდიმ.