დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ მრავალი ოპოზიციონერი ლიდერის დაპატიმრებას და მხარს ვუჭერთ მიზნობრივ სანქციებს
დანია მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მიერ მრავალი ოპოზიციონერი ლიდერის დაპატიმრებას და მხარს უჭერს მიზნობრივ სანქციებს. ამის შესახებ ნათქვამია დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლოკე რასმუსენის განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მისივე თქმით, დანია გმობს სამოქალაქო საზოგადოების დევნასა და მზია ამაღლობელის ხანგრძლივ წინასწარ პატიმრობას.
„დანია მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მიერ მრავალი ოპოზიციონერი ლიდერის დაპატიმრებას, სამოქალაქო საზოგადოების დევნას, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიებს და მზია ამაღლობელის ხანგრძლივ წინასწარ პატიმრობას. დანია მხარს უჭერს მიზნობრივ სანქციებს“, – ნათქვამია რასმუსენის განცხადებაში.
FM @larsloekke: “Denmark strongly condemns Georgian Dream’s imprisonment of multiple opposition leaders, prosecution of civil society, crackdown on independent media and prolonged pretrial detention of Mzia Amaglobeli. DK supports targeted sanctions.”
— Denmark MFA 🇩🇰 (@DanishMFA) June 27, 2025