დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – მივესალმებით პოლიტიკური კრიზისის დასრულებას, შეთანხმება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესრულებასთან დააახლოებს
დანია მიესალმება საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებას, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს საქართველოს, ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.
ამასთან, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ყველა პარტიას მოუწოდებს, მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერონ.
„ეს არის საქართველოს, ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი, დაუღალავი ძალისხმევის შედეგი. მოვუწოდებ ყველა პარტიას, ხელი მოაწერონ შეთანხმებას. ეს შეთანხმება საქართველოს დააახლოებს მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესრულებასთან“, – განაცხადა იეპე კოფოდიმ.
Denmark welcomes the agreement on ending the political crisis in #Georgia. Positive result of tireless joint efforts by 🇬🇪, 🇪🇺 & 🇺🇸
I encourage all parties to sign the agreement.
Implementation will bring Georgia closer to fulfilling its Euro-Atlantic aspirations#eudk #dkpol https://t.co/UtyJlYQ1Al
— Jeppe Kofod (@JeppeKofod) April 21, 2021