დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეჭვგარეშეა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნატო-ს პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, ჩვენ გვაქვს ძლიერი და მჭიდრო პარტნიორობა
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეჭვგარეშეა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნატო-ს პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, ჩვენ გვაქვს ძლიერი და მჭიდრო პარტნიორობა

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეპე კოფოდის განცხადებით, ქვეყნებს აქვთ ფუნდამენტური უფლება, აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ზომები და არც ერთ ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება, იქნება ეს რუსეთი, თუ ნებისმიერი სხვა.

ჯეპე კოფოდის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია ნატო-ს პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის საქართველო.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მსოფლიოში დემოკრატიის მტრების მოქმედებას უნდა შეეწინააღმდეგონ.

„ეჭვგარეშეა, რომ ნატო-ს პარტნიორი ქვეყნები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის საქართველო. ჩვენ გვაქვს ძლიერი და მჭიდრო პარტნიორობა. დანიაში ვფიქრობთ, რომ თითოეულ ევროპულ ქვეყანას აქვს ფუნდამენტური უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და არც ერთ ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება, იქნება ეს რუსეთი, თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში დემოკრატიის მტრები, და პირველია პუტინი, მოქმედებენ. ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამას. ჩვენ დავეხმარებით და გვერდში დავუდგებით როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნებს, სადაც რუსეთის მხრიდან ინსტრუმენტალიზებულია ავტორიტარიზმი და აგრესია“, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.