დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აპირებს, სთხოვოს ჩინეთს, უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს უკრაინასთან მიმართებაში
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აპირებს, სთხოვოს ჩინეთს, უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს უკრაინასთან მიმართებაში

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლოკე რასმუსენის თქმით, ის აპირებს, სთხოვოს ჩინეთს, უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს უკრაინასთან მიმართებაში და ესაუბროს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის შესახებ.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ ასევე გვინდა, ვიმსჯელოთ საკითხებზე, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება უკრაინაში. ომი უკრაინაში, სადაც, ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება ჩინეთის უფრო ძლიერი პოზიცია. პუტინი არ უსმენს ევროპელ ლიდერებს, მაგრამ აშკარად უსმენს ჩინეთს. ასე რომ, მინდა, დავანახო მათ, რომ ჩინეთმა რუსეთთან უნდა ისაუბროს“, – თქვა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც რასმუსენმა აღნიშნა, ის, უკრაინის საკითხის გარდა, ორმხრივ თანამშრომლობას განიხილავს თავის ჩინელ კოლეგასთან, ვანგ ისთან, რომელსაც 18 აგვისტოს პეკინში შეხვდება.