დანიის საელჩო – ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ყველა გულშემატკივარს ისტორიულ გამარჯვებას, შემდეგი გაჩერება ევროპის ჩემპიონატი

10:21, 27.03.2024

საქართველოში დანიის საელჩო საქართველოს საბერძნეთთან გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.

„ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ყველა გულშემატკივარს ამ ისტორიულ გამარჯვებას. შემდეგი გაჩერება ევროპის ჩემპიონატი“, – წერს დანიის საელჩო.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.

მსგავსი