დანიის პრემიერი - უკრაინაზე რუსული იერიშები მეტყველებს, რომ მოსკოვი მშვიდობით დაინტერესებული არ არის
ბოლო დღეებში უკრაინაზე განხორციელებული რუსული იერიშები მეტყველებს, რომ მოსკოვი მშვიდობით დაინტერესებული არ არის, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომელსაც „როიტერი“ ავრცელებს.
„დღის განმავლობაში პუტინი მოლაპარაკებებზე საუბრობს, შემდეგ კი, ღამით უკრაინას ბომბავს“, – აღნიშნა დანიის პრემიერმა ჩრდილოეთ ევრპული ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის დროს.
ფრედერიკსენის თქმით, სკანდინავიური ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მათი ქვეყნები უკრაინას იმდენ ხანს დაუჭერენ მხარს, რამდენიც საჭირო იქნება და დასძინა, რომ მხარდაჭერა შეიძლება ნიშნავდეს სამხედრო დახმარებას, ინვესტიციებს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში და თანამშრომლობას უკრაინულ კომპანიებთან.