დანიის პრემიერი - აშშ-თან ჩვენი თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნებსა და მათ მოსახლეობას შორის სუვერენიტეტისა და პატივისცემის ფუნდამენტურ ღირებულებებს
დანიის პრემიერი - აშშ-თან ჩვენი თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნებსა და მათ მოსახლეობას შორის სუვერენიტეტისა და პატივისცემის ფუნდამენტურ ღირებულებებს

აშშ-თან ჩვენი თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნებსა და მათ მოსახლეობას შორის სუვერენიტეტისა და პატივისცემის ფუნდამენტურ ღირებულებებს, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.

„აშშ-ის მხრიდან ვიზიტი არ შეიძლება დანახული იყოს იმ განცხადებებისგან დამოუკიდებლად, რომლებიც მანამდე გაკეთდა. დანიის სამეფოში გვსურს ამერიკელებთან თანამშრომლობა, მაგრამ ეს უნდა იყოს თანამშრომლობა, რომელიც დაფუძნებულია ქვეყნებსა და მათ მოსახლეობას შორის სუვერენიტეტისა და პატივისცემის ფუნდამენტურ ღირებულებებზე. ეს არის ის, რასაც ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით. გრენლანდიასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებთან დიალოგი გაიმართება დანიის მთავრობასა და გრენლანდიის მომავალ მთავრობას შორის მჭიდრო კოორდინაციით“, – განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა.