დანიის პრემიერი - არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოს და მოლდოვის მხარდაჭერა, რომლებიც არიან ფრონტის ხაზზე და რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან
დანიის პრემიერი - არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოს და მოლდოვის მხარდაჭერა, რომლებიც არიან ფრონტის ხაზზე და რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან

როდესაც ვსხედვართ ამ მაგიდის გარშემო, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს წევრი ქვეყნების, საქართველოს და მოლდოვის მხარდაჭერა, რომლებიც არიან ფრონტის ხაზზე და განიცდიან რუსეთის მხრიდან ზეწოლას, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეთე ფრედერიქსენმა განაცხადა.

როგორც დანიის პრემიერ-მინისტრმა რეიკიავიკის სამიტზე განაცხადა, უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა, რომ დემოკრატიის უკუსვლა არ იყოს დაშვებული.

„75 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ემსახურება ევროპის ყველა მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებს. ჩვენ გვაქვს საერთო პასუხისმგებლობა, მუდმივად უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი პრინციპები მიღებული და გამოყენებულია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა, რომ არ დავუშვათ დემოკრატიის უკუსვლა და როდესაც ჩვენ სარგებელს ვიღებთ ახალი ტექნოლოგიებისგან, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი დემოკრატიული უფლებები არის მიღებული“, – განაცხადა ფრედერიქსენმა.