დანიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა და გაზარდონ თავდაცვითი ხარჯები რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ
დანიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა და გაზარდონ თავდაცვითი ხარჯები რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ

ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააძლიერონ და გაზარდონ თავდაცვითი ხარჯები რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა პარიზში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო, რომ ყველამ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვითი ხარჯები. რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ყველა ჩვენგანს. ამიტომ საჭიროა მასშტაბების გაზრდა და დაჩქარება“, – აღნიშნა მეტე ფრედერიქსენმა.

დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა ავტომატურად არ ნიშნავს გრძელვადიან მშვიდობას.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას ჰქონდეს საუკეთესო შესაძლო პოზიცია მოლაპარაკებებისთვის, როცა ისინი დაიწყება. ეს კი ნიშნავს მეტ დახმარებას და მეტ იარაღს ახლავე“, – აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.