დანიის პრემიერ-მინისტრი - ჩვენი, ყველას ყურადღება მიმართულია უკრაინისკენ, რომელსაც უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ნუ დავივიწყებთ მოლდოვას, საქართველოსა და სხვა მეზობელ ქვეყნებს
დანიის პრემიერ-მინისტრი - ჩვენი, ყველას ყურადღება მიმართულია უკრაინისკენ, რომელსაც უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ნუ დავივიწყებთ მოლდოვას, საქართველოსა და სხვა მეზობელ ქვეყნებს

ჩვენი, ყველას ყურადღება მიმართულია უკრაინისკენ და, რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ნუ დავივიწყებთ მოლდოვას, საქართველოსა და სხვა მეზობელ ქვეყნებს, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა მიუნხენში მიმდინარე პანელურ დისკუსიაზე „ალიანსის მიღმა – პარტნიორობა ევროპული უსაფრთხოებისთვის“ განაცხადა.

„როდესაც მეკითხებით, რა უნდა ვქნათ მომავალში, მეტი უნდა დავხარჯოთ ჩვენს თავდაცვისუნარიანობაზე? ეს არის პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ. სადამდეც შეგვიძლია, უნდა დავეხმაროთ უკრაინას, იარაღით, მოდერნიზაციით და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ სწრაფად. ასევე უნდა ვიმუშაოთ ერთიანად, უნდა ავაშენოთ ძლიერი პარტნიორობა“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.