დანიის პოლიციამ შვედეთთან და გერმანიასთან დამაკავშირებელი ხიდები გადაკეტა
დანიის პოლიციამ სპეცოპერაციის გამო შვედეთთან და გერმანიასთან დამაკავშირებელი ხიდები გადაკეტა. დანიელი სამართალდამცველების გადაწყვეტილებით, შვედეთთან და გერმანიასთან დროებით შეწყდა საბორნე მიმოსვლაც.
კოპენჰაგენის პოლიციის ინფორმაციით, იძებნება შავი ფერის Volvo-ს მარკის ავტომობილი, რომელშიც „სერიოზულ დანაშაულში“ ეჭვმიტანილი სამი პიროვნება იმყოფებოდა.
მოგვიანებით გერმანიასთან საბორნე მიმოსვლა აღდგა. ავტომობილზე ძებნა მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გამოცხადებული.