დანიის პოლიციამ შვედეთთან და გერმანიასთან დამაკავშირებელი ხიდები გადაკეტა

20:36, 28.09.2018

დანიის პოლიციამ სპეცოპერაციის გამო შვედეთთან და გერმანიასთან დამაკავშირებელი ხიდები გადაკეტა. დანიელი სამართალდამცველების გადაწყვეტილებით, შვედეთთან და გერმანიასთან დროებით შეწყდა საბორნე მიმოსვლაც.

კოპენჰაგენის პოლიციის ინფორმაციით, იძებნება შავი ფერის Volvo-ს მარკის ავტომობილი, რომელშიც „სერიოზულ დანაშაულში“ ეჭვმიტანილი სამი პიროვნება იმყოფებოდა.

მოგვიანებით გერმანიასთან საბორნე მიმოსვლა აღდგა. ავტომობილზე ძებნა მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გამოცხადებული.

მსგავსი