დანიის პოლიციამ რეიდების დროს 20 პირი დააკავა
დანიის პოლიციამ რეიდების დროს 20 პირი დააკავა

დანიის პოლიციამ რეიდების დროს 20 ეჭვმიტანილი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. როგორც ცნობილია, დაკავებების დროს ეჭვმიტანილები ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებას ცდილობდნენ. როგორც სამართალდამცავ უწყებაში განმარტეს, მათ ყველა ის ეჭვმიტანილი დააკავეს, რომლებსაც ეძებდნენ.

„ევრონიუსის“ ცნობით, რეიდები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, რადგან დაზვერვაში ეჭვობდნენ, რომ ბოროტმოქმედთა ჯგუფი რადიკალური მოტივებით თავდასხმის განხორციელებას გეგმავდა.

მიმდინარე წელს დანიამ შვედეთთან არსებულ საზღვარზე დროებით კონტროლი გაამკაცრა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კოპენჰაგენში, ტაქსის სააგენტოში თავდასხმა განხორციელდა და საქმესთან დაკავშირებით შვედეთის სამი მოქალაქე დააკავეს.